საწრეო მუშაობის რეფლექსია
(პირველი სემესტრის დასრულების
შემდეგ)
საწრეო მუშაობის მიზანი იყომოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. მოსწავლეებისთვის
საწრეო მუშაობაში ჩართვა მეტად სახალისო და საინტერესო გამოდგა, იმდენად აქტიურად იყვნენ
ჩართულები, რომ დამატებითი საათებიც დაეთმოთ. მოსწავლეებმა პირველ რიგში გაეცნენ საწრეო მუშაობის მიზანს და პროგრამას, ავირჩიეთ
შეხვედრის დღეები. საწრეო მუშაობის დროს გაეცნენ პოეტური ხელოვნების რაობას, ლექსის
მნიშვნეობას, წინადადებების სწორად კითხვას, ლექსის რიტმსა და რითმს, შეისწავლეს მახვილი
ენასა და ლექსში, გამართეს მხატრული კითხვის საათი, შემოქმედებითი უნარების წარმოსაჩენად
მოიძიეს მათვის საინტერესო ლექსები, მოაწყეს კლასი პოეზიის საათისთვის და წაიკითხეს
ლ. ასათიანის, ა. კალანდაძის, და ა.შ. მწერლების ლექსები.
საწრეო მუშაობა წარიმართა გეგმის შესაბამისად მოდიფიცირება
დაგვჟირდა მხოლოდ ერთხელ, მოსწავლეების სურვილის შესაბამისად დაინიშნა დამატებითი შეხვედრა
მათვის საინტერესო და საყვარელი ლექსების მხატრული კითხვისთვის.
მოსწავლეებისთვის
და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული კომპონენტი იყო პრეზენტაციისათვის მზადება და შემაჯამებელი შეხვედრა ე.წ პოეზიის საათი, რამაც გვაჩვენა რამდენად საინტერესო
გახდა მოსწავლეებისთვის პოეზია, როგორი გულმოდგინებით შრომობდნენ კლასის მოწყობაზე და როგორი სითბოთი და სიყვარულით კითხულობდნენ სხვადასხვა
პოეტების ლექსებს. ვთლი რომ მოსწავლეებმა გაითავისეს რა არის პოეზია.
მოსწავლეებისთვის
წრეში გაერთიანება სასარგებლო იყო რადგან მათ ისწავლეს ლექსების მხატრულად კითხვა,
გაეცნენ სხვადასხვა პოეტების შემოქმედებას ისწავლეს რა არის ლექსში რითმა, რიტმი და
ა.შ ყველაზე მთავარი კი ჩემი აზრით ის იყო
რომ მათ შეძლეს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
Комментариев нет:
Отправить комментарий