вторник, 13 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი.

დღეს ჩავატარეთ პირველი შეხვედრა, მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და წარვუდგინე შესარჩევი კრებულები, ასევე შევადგინეთ საწრეო მუშაობის განრიგი.

საწრეო მუშაობა - კვირაში 1 სთ.

პროგრამა:
1. საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა და განრიგის შედგენა;
2. ლექსის სახეები.ეროვნული სალექსო ფორმები   გალაკტიონი- „ქარი ქრის“;
3. ბარათაშვილი, ილია, აკაკი, გალაკტიონისა და  ვაჟას სალექსო ფორმები;
4. მუზა და მისი მნიშვნელობა
5. სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა;
6. ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა და კომენტარი;
7. ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა;
8. სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა;
9. გალაკტიონის სალექსო ფორმა;
10 გალაკტიონის ლექსების კითხვა;
11. ჩემი საყვარელი ლექსის მხარვრული კითხვა;
12. თანამედროვე პოეტების ლექსები;
13. მხატვრული კითხვა;
14. მოვუსმინოთ და მივბაძოთ;
15. თეთრი ლექსი და მისი სტილი.
16. პოეზიის საათი, პრეზენტაცია. (შემაჯამებელი შეხვედრა)

Комментариев нет:

Отправить комментарий