вторник, 27 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობა

საწრეო მუშაობა მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული მუშაობასი.
კარგი შედეგი გამოიღო საბაზო საფეხურის მოსწავლეების ჩართვამ, მოსწავლეები გახალისდნენ და ბაძავენ ერთმანეთს ლექსების წაკითხვაში.
მსჯელობენ და უზიარებენ ჯგუფის წევრები ერთმანეთს თავიანთ ნააზრევს.
მოსწავლეებს გავაცანი ადგილობრივი მწერლების (ქედის მუნიციპალიტეტის) შემოქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათთვის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ნაირა ფარტენაძის შემოქმედების გაცნობა.





вторник, 13 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი.

დღეს ჩავატარეთ პირველი შეხვედრა, მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და წარვუდგინე შესარჩევი კრებულები, ასევე შევადგინეთ საწრეო მუშაობის განრიგი.

საწრეო მუშაობა - კვირაში 1 სთ.

პროგრამა:
1. საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა და განრიგის შედგენა;
2. ლექსის სახეები.ეროვნული სალექსო ფორმები   გალაკტიონი- „ქარი ქრის“;
3. ბარათაშვილი, ილია, აკაკი, გალაკტიონისა და  ვაჟას სალექსო ფორმები;
4. მუზა და მისი მნიშვნელობა
5. სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა;
6. ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა და კომენტარი;
7. ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა;
8. სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა;
9. გალაკტიონის სალექსო ფორმა;
10 გალაკტიონის ლექსების კითხვა;
11. ჩემი საყვარელი ლექსის მხარვრული კითხვა;
12. თანამედროვე პოეტების ლექსები;
13. მხატვრული კითხვა;
14. მოვუსმინოთ და მივბაძოთ;
15. თეთრი ლექსი და მისი სტილი.
16. პოეზიის საათი, პრეზენტაცია. (შემაჯამებელი შეხვედრა)

воскресенье, 11 февраля 2018 г.

პოეზიის მადლი

თებერვლის თვეში ჩავატარეთ სამი  სამუშაო შეხვედრა, პირველ შეხვედრაზე გავეცანით და ვისაუბრეთ რა არის მუზა, გავაცანი მითი ბერძნული მითოლოგიიდან თუ ვინ იყვნენ მუზები,  https://ka.wikipedia.org/wiki/9_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%90 , გავაცანი ძეგლები  მუზებზე მიძღვნილი და ლექსები მუზაზე მაგ:

დაწერე დაწერე თუ მუზამ წაგიღო
დაწერე უთხარი სათქმელი ფურცლებით
უთხარი სათქმელი და იქნებ გაიგოს
გაიგებს გამგები არარის გვიანი
დაწერე დაწერე თუ გრძნობამ წაგიღო
გრძნობებს ენდე და მიხვდება მავანი
აიღე კალამი უბრალოდ დაწერე
რომ შენთვის ის არის ყველაზე მთავარი ... .
 
მეო

საწრეო მუშაობის რეფლექსია

საწრეო მუშაობის რეფლექსია
(პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ)

  საწრეო მუშაობის მიზანი იყომოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. მოსწავლეებისთვის საწრეო მუშაობაში ჩართვა მეტად სახალისო და საინტერესო გამოდგა, იმდენად აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ დამატებითი საათებიც დაეთმოთ. მოსწავლეებმა პირველ რიგში  გაეცნენ საწრეო მუშაობის მიზანს და პროგრამას, ავირჩიეთ შეხვედრის დღეები. საწრეო მუშაობის დროს გაეცნენ პოეტური ხელოვნების რაობას, ლექსის მნიშვნეობას, წინადადებების სწორად კითხვას, ლექსის რიტმსა და რითმს, შეისწავლეს მახვილი ენასა და ლექსში, გამართეს მხატრული კითხვის საათი, შემოქმედებითი უნარების წარმოსაჩენად მოიძიეს მათვის საინტერესო ლექსები, მოაწყეს კლასი პოეზიის საათისთვის და წაიკითხეს ლ. ასათიანის, ა. კალანდაძის, და ა.შ. მწერლების ლექსები.
 საწრეო მუშაობა წარიმართა გეგმის შესაბამისად მოდიფიცირება დაგვჟირდა მხოლოდ ერთხელ, მოსწავლეების სურვილის შესაბამისად დაინიშნა დამატებითი შეხვედრა მათვის საინტერესო და საყვარელი ლექსების მხატრული კითხვისთვის.
მოსწავლეებისთვის და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული კომპონენტი  იყო პრეზენტაციისათვის მზადება და   შემაჯამებელი შეხვედრა ე.წ  პოეზიის საათი, რამაც გვაჩვენა რამდენად საინტერესო გახდა მოსწავლეებისთვის პოეზია, როგორი გულმოდგინებით შრომობდნენ კლასის მოწყობაზე  და როგორი სითბოთი და სიყვარულით კითხულობდნენ სხვადასხვა პოეტების ლექსებს. ვთლი რომ მოსწავლეებმა გაითავისეს რა არის პოეზია.
მოსწავლეებისთვის წრეში გაერთიანება სასარგებლო იყო რადგან მათ ისწავლეს ლექსების მხატრულად კითხვა, გაეცნენ სხვადასხვა პოეტების შემოქმედებას ისწავლეს რა არის ლექსში რითმა, რიტმი და ა.შ  ყველაზე მთავარი კი ჩემი აზრით ის იყო რომ მათ შეძლეს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

საწრეო მუშაობა მქონდა დაგეგმილი საფეხურის დონეზე, ვთვლი, რომ მომავალში თუ ჩავრთავ მოსწავლეებს საბაზო საფეხურიდან კიდევ უფრო სახალისო საინტერესო და წარმატებული იქნება საწრეო მუშაობა. 

четверг, 1 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობის პროგრამა

სამუშაო პროგრამა
1. საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა;
2. პოეტური     ხელოვნების       რაობა.      ლექსი    და    პროზა;
3. წინადადებები   შინაარსის  მიხედვით.  სხვადასხვა  ტიპის  წინადადებების  სწორად კითხვა;
4. ენის გასატეხები მათი სწორად და სწრაფად კითხვა . მუხრან მაჭავარიანი  - „მრავალჭირვარამგადანახადი“ ლექსის მხატვრული კითხვა;
5. ლადო ასათიანის ლექსის ,,კრწანისის ყაყაჩოების წაკითხვა და განხილვა;
6. ლექსის    რიტმი   ანა კალანდაძე- „ მოდიოდა ნინო მთებით“;
7. მახვილი   ენასა   და   ლექსსში;
8. პრეზენტაცია;
9. პოეზიის საათი (I სემესტრი, შემაჯამებელი).



  მოსწავლეთა სია: 

      სალომე ვაშაყმაძე, 
     რაულ ბერიძე, 
     დათო კონცელიძე, 
     მაია სალაძე, 
    ლერი ფარტენაძე, 
    ლიზი ფარტენაძე,
   

გიორგი ფარტენაძე.