четверг, 21 июня 2018 г.

ანალიზი


საწრეო მუშაობის რეფლექსია
(მეორე სემესტრი)

როგორც ვიცით XXI საუკუნის ბავშვები ძალიან დაშორებული არიან წიგნებს, განსაკუთრებით რთულია მათი დაინტერესება პოეზიით, რაც ვფიქრობ ადამიანის სულიერ სილამაზესა და ესთეტიკური მდგომარეობის გამოხატვის კარგი საშუალებაა, ჩვენ, მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ სხვადასხვა საშუალებებით მოსწავლეებს  აუმაღლოთ მოტივაცია, ამის კარგი საშუალებაა წრეში მუშაობა.
საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. მოსწავლეებისთვის საწრეო მუშაობაში ჩართვა მეტად სახალისო და საინტერესო გამოდგა. საწრეო მუშაობა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა პირველ რიგში  გაეცნენ საწრეო მუშაობის მიზანს და პროგრამას, ავირჩიეთ შეხვედრის დღეები. საწრეო მუშაობის დროს გაეცნენ ლექსის სახეებს, ეროვნული ლექსის ფორმებს, გამართეს მხატვრული კითხვის საათი, შემოქმედებითი უნარების წარმოსაჩენად მოიძიეს მათვის საინტერესო ლექსები,  გაგვაცნეს თავიანთი შემოქმედება, მოისმინეს ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსები, გამოთქვეს მასზე კომენტარი. მოისმინეს მსახიობებისა და თანამედროვე პოეტების მიერ წაკითხული ლექსები, იმუშავეს მიმბაძველობით კითხვაზე. 
 საწრეო მუშაობა წარიმართა გეგმის შესაბამისად მოდიფიცირება არ დაგვჭირვებია.
მოსწავლეებისთვის და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული კომპონენტი  იყო ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა და კომენტარი, დიდი დაინტერესება გამოიწვია სხვადასხვა პოეტ დეკლამატორის მოსმენილმა აუდიო მასალამ და   შემაჯამებელმა შეხვედრამ ე. წ  პოეზიის საათმა, რამაც გვაჩვენა რამდენად საინტერესო გახდა მოსწავლეებისთვის პოეზია, როგორი გულმოდგინებით შრომობდნენ კლასის მოწყობაზე  და როგორი სითბოთი და სიყვარულით კითხულობდნენ სხვადასხვა პოეტების ლექსებს. ვთლი რომ მოსწავლეებმა გაითავისეს რა არის პოეზია.
მოსწავლეებისთვის წრეში გაერთიანება სასარგებლო იყო რადგან მათ ისწავლეს ლექსების მხატვრულად კითხვა, გაეცნენ სხვადასხვა პოეტების შემოქმედებას ისწავლეს რა არის მეტრი, რიტმი, ცეზურა, ვერლიბრი და ა. შ  ყველაზე მთავარი კი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ მათ შეძლეს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
მეორე სემესტრში საწრეო მუშაობა გაცილებით სახალისო და საინტერესო იყო, რაც განაპირობა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების ჩართვამ, მინდა ავღნიშნო რომ მიზანს მივაღწიე. თუმცა მუშაობის პროცესში გამოვლინდა ხარვეზი, კერძოდ რადგან წრეში მუშაობა სურვილის მიხედვით იყო, საწრეო მუშაობაში ჩაერთო  ორი სსსმ მოსწავლე, მუშაობის  ზოგიერთ ეტაპზე უჭირდათ  ჩართვა რადგან საწრეო მუშაობა არ მქონდა მოდიფიცირებული, მომავალში როცა დავგეგმავ საწრეო მუშაობას აუცილებლად ისე დავგეგმავ საწრეო მუშაობას რომ ყველა მოსწავლეს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველა ეტაპზე აქტიურად შეეძლოთ ჩართვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий