четверг, 21 июня 2018 г.

მოსწავლის შეფასება


მოსწავლის  შეფასება

1.      თქვენი სახელი და გვარი
      -------------------------------------
     2.   რომელ კლასში სწავლობ?
      ---------------------------------------
3.   რატომ ჩაერთეთ საწრეო მუშაობაში?

  ა)   მიყვარს ლექსები და მინდოდა მესწავლა მხატრულად კითხვა.
  ბ)   მაინტერესებდა წრეში მუსაობა როგორი იყო.
  გ)   უბრალოდ მარწავლებლის თხოვნით.

4.   გაამართლდა თქვენი მოლოდინები?
   ა)  კი გამართლდა;      ბ) არცისე;        გ)  არ გამართლდა.
5. მოგწონთ  წრის შეხვედრებზე დასწრება?

   ა) ძალიან მომწონს    ბ) მომწონს    გ) არ მომწონს
6.  რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
   ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. რას იტყვით მასწავლებლის შესახებ რომელიც ხელმძღვანელობდა საწრეო მუშაობას.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.  როგორ ფიქრობთ დაგეხმარათ საწრეო მუშაობა  პოეზიის სიყვარულში?
   ა)  ძალიან დამეხმარება;   ბ) არც ისე დამეხმარა;   გ)   არ  დამეხმარება.


ანალიზი


საწრეო მუშაობის რეფლექსია
(მეორე სემესტრი)

როგორც ვიცით XXI საუკუნის ბავშვები ძალიან დაშორებული არიან წიგნებს, განსაკუთრებით რთულია მათი დაინტერესება პოეზიით, რაც ვფიქრობ ადამიანის სულიერ სილამაზესა და ესთეტიკური მდგომარეობის გამოხატვის კარგი საშუალებაა, ჩვენ, მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ სხვადასხვა საშუალებებით მოსწავლეებს  აუმაღლოთ მოტივაცია, ამის კარგი საშუალებაა წრეში მუშაობა.
საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. მოსწავლეებისთვის საწრეო მუშაობაში ჩართვა მეტად სახალისო და საინტერესო გამოდგა. საწრეო მუშაობა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა პირველ რიგში  გაეცნენ საწრეო მუშაობის მიზანს და პროგრამას, ავირჩიეთ შეხვედრის დღეები. საწრეო მუშაობის დროს გაეცნენ ლექსის სახეებს, ეროვნული ლექსის ფორმებს, გამართეს მხატვრული კითხვის საათი, შემოქმედებითი უნარების წარმოსაჩენად მოიძიეს მათვის საინტერესო ლექსები,  გაგვაცნეს თავიანთი შემოქმედება, მოისმინეს ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსები, გამოთქვეს მასზე კომენტარი. მოისმინეს მსახიობებისა და თანამედროვე პოეტების მიერ წაკითხული ლექსები, იმუშავეს მიმბაძველობით კითხვაზე. 
 საწრეო მუშაობა წარიმართა გეგმის შესაბამისად მოდიფიცირება არ დაგვჭირვებია.
მოსწავლეებისთვის და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული კომპონენტი  იყო ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა და კომენტარი, დიდი დაინტერესება გამოიწვია სხვადასხვა პოეტ დეკლამატორის მოსმენილმა აუდიო მასალამ და   შემაჯამებელმა შეხვედრამ ე. წ  პოეზიის საათმა, რამაც გვაჩვენა რამდენად საინტერესო გახდა მოსწავლეებისთვის პოეზია, როგორი გულმოდგინებით შრომობდნენ კლასის მოწყობაზე  და როგორი სითბოთი და სიყვარულით კითხულობდნენ სხვადასხვა პოეტების ლექსებს. ვთლი რომ მოსწავლეებმა გაითავისეს რა არის პოეზია.
მოსწავლეებისთვის წრეში გაერთიანება სასარგებლო იყო რადგან მათ ისწავლეს ლექსების მხატვრულად კითხვა, გაეცნენ სხვადასხვა პოეტების შემოქმედებას ისწავლეს რა არის მეტრი, რიტმი, ცეზურა, ვერლიბრი და ა. შ  ყველაზე მთავარი კი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ მათ შეძლეს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
მეორე სემესტრში საწრეო მუშაობა გაცილებით სახალისო და საინტერესო იყო, რაც განაპირობა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების ჩართვამ, მინდა ავღნიშნო რომ მიზანს მივაღწიე. თუმცა მუშაობის პროცესში გამოვლინდა ხარვეზი, კერძოდ რადგან წრეში მუშაობა სურვილის მიხედვით იყო, საწრეო მუშაობაში ჩაერთო  ორი სსსმ მოსწავლე, მუშაობის  ზოგიერთ ეტაპზე უჭირდათ  ჩართვა რადგან საწრეო მუშაობა არ მქონდა მოდიფიცირებული, მომავალში როცა დავგეგმავ საწრეო მუშაობას აუცილებლად ისე დავგეგმავ საწრეო მუშაობას რომ ყველა მოსწავლეს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველა ეტაპზე აქტიურად შეეძლოთ ჩართვა.

суббота, 26 мая 2018 г.

ფოტო მასალა- შემაჯამებელი სამუშაო


ბოლო შემაჯამებელი სამუშაო მრავალფეროვანი იყო, ის პოეზიის სარამო უფრო იყო ვიდრე საწრეო მუშაობა, მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსების კითხვასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში.




განსაკუთრებით დიდ ინტერეს იჩენდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები.





           დეკლამატორი სალომე ვაშაყმაძე კითხულობს ნაწყვეტს შ. რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნიდან"


მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის დროს.






მე-8 კლასის მოსწავლე ცისმარი ცინცაძე გვიკითხავს საკუთარ ლექსს.








вторник, 15 мая 2018 г.

ფოტო მასალები







მხატრული კითხვა

,,ჩვენ გვიყვარს პოეზია" 
    მოსწავლეებს განუმტკიცდათ  შემოქმედებითი  კვლევა–ძიების,  კომუნიკაციის, თანამშრომლობის,  თვითგამოხატვის, პრეზენტაციის და სხ.
მოსწავლეებს  შესაძლებლობა  მიეცათ  საკუთარი  ნიჭის  მეტად  წარმოჩენის, რამაც  იმოქმედა  მათ  თვითრწმენაზე,  ამაღლდა  მათი  შეხედულება  საკუთარ  თავზე  და  გაუჩნდათ თავიანთი  შემოქმედებით  სიამაყისა და კმაყოფილების  გრძნობა.

15 მაის შედგა წრის წევრების მორიგი მეცადინეობა რითმის სახეობების განხილვაზე. 

ადგილმდებარეობის მიხედვით

1) გარეგანი რითმა, რომლის სახეებია:
  • ა) მოსაზღვრე ანუ პარალელური, რომლის სქემაა aa (წყვილადი რითმა) ან aaaa (კატრენი), მაგ:
"მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს..." (ნ. ბარათაშვილი)
  • ბ) ჯვარედინი რითმა, სქემა: abab
"სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი,
მშვენიერნი, ცრემლით კრთოდნენ
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ." (ნ. ბარათაშვილი).
  • გ) რკალური რითმა, სქემა: abba.
"ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია."
  • დ) კიბური რითმა - წინა ტაეპის ბოლო ერითმება მომდევნო ტაეპის დასაწყისს.
  • ე) ინტერვალიანი რითმა, როდესაც ტაეპებში სხვადასხვა ინტერვალით მეორდება შესაძლებელი სქემებით: aab, aaab.
2) შიგა რითმა (ცეზურული, წინაცეზურული, უკანაცეზურული), როდესაც სიტყვები (კლაუზულები) ტაეპის შიგნითაა გარითმული.
3) შიგა-გარეგანი რითმა, როდესაც შეთანხმებულია ტაეპის მუხლებიც და დაბოლოებაც.
4) პანტორითმა, როდესაც ტაეპში გარითმულია ყოველი სიტყვა.

     საწრეო მუშაობა საინტერესოდ და ხალისით მიმდინარეობს, მოსწავლეები ძალიან აქტიურობენ, მათი სურვილით დამატებით დანიშნეს შეხვედრა სადაც პოეტ დეკლამატორები წაგვიკითხავენ თავიანთ ლექსებს, როგორც მათ უწოდეს ,,ჩვენი ნაცოდვილარი"
    

воскресенье, 4 марта 2018 г.

საწრეო მუშაობა -თებერვილის თვის მუშაობის რეფლექსია

თებერვლის თვეში ჩავატარეთ სამი  სამუშაო შეხვედრა, პირველ შეხვედრაზე გავეცანით და ვისაუბრეთ რა არის მუზა, გავაცანი მითი ბერძნული მითოლოგიიდან თუ ვინ იყვნენ მუზები,  https://ka.wikipedia.org/wiki/9_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%90 , გავაცანი ძეგლები  მუზებზე მიძღვნილი და ლექსები მუზაზე მაგ:

დაწერე დაწერე თუ მუზამ წაგიღო
დაწერე უთხარი სათქმელი ფურცლებით
უთხარი სათქმელი და იქნებ გაიგოს
გაიგებს გამგები არარის გვიანი
დაწერე დაწერე თუ გრძნობამ წაგიღო
გრძნობებს ენდე და მიხვდება მავანი
აიღე კალამი უბრალოდ დაწერე
რომ შენთვის ის არის ყველაზე მთავარი ... .
მეორე შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ შერჩეულ ლექსებზე, რამდენიმე მათგანმა წაიკითხა კიდეც მათი საყვარელი ლექსები.
მესამე შეხვედრაზე მოსწავლლებს მოვასმენინე მწერლების მიერ წაკითხული ლექსები, განვიხილეთ მათი ლექსისა და მხატრული კითხვის სტილი. გავაკეთეთ შტაბეჭდილების ჩანაწერები.