суббота, 26 мая 2018 г.

ფოტო მასალა- შემაჯამებელი სამუშაო


ბოლო შემაჯამებელი სამუშაო მრავალფეროვანი იყო, ის პოეზიის სარამო უფრო იყო ვიდრე საწრეო მუშაობა, მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსების კითხვასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში.




განსაკუთრებით დიდ ინტერეს იჩენდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები.





           დეკლამატორი სალომე ვაშაყმაძე კითხულობს ნაწყვეტს შ. რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნიდან"


მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის დროს.






მე-8 კლასის მოსწავლე ცისმარი ცინცაძე გვიკითხავს საკუთარ ლექსს.








вторник, 15 мая 2018 г.

ფოტო მასალები







მხატრული კითხვა

,,ჩვენ გვიყვარს პოეზია" 
    მოსწავლეებს განუმტკიცდათ  შემოქმედებითი  კვლევა–ძიების,  კომუნიკაციის, თანამშრომლობის,  თვითგამოხატვის, პრეზენტაციის და სხ.
მოსწავლეებს  შესაძლებლობა  მიეცათ  საკუთარი  ნიჭის  მეტად  წარმოჩენის, რამაც  იმოქმედა  მათ  თვითრწმენაზე,  ამაღლდა  მათი  შეხედულება  საკუთარ  თავზე  და  გაუჩნდათ თავიანთი  შემოქმედებით  სიამაყისა და კმაყოფილების  გრძნობა.

15 მაის შედგა წრის წევრების მორიგი მეცადინეობა რითმის სახეობების განხილვაზე. 

ადგილმდებარეობის მიხედვით

1) გარეგანი რითმა, რომლის სახეებია:
  • ა) მოსაზღვრე ანუ პარალელური, რომლის სქემაა aa (წყვილადი რითმა) ან aaaa (კატრენი), მაგ:
"მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს..." (ნ. ბარათაშვილი)
  • ბ) ჯვარედინი რითმა, სქემა: abab
"სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი,
მშვენიერნი, ცრემლით კრთოდნენ
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ." (ნ. ბარათაშვილი).
  • გ) რკალური რითმა, სქემა: abba.
"ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია."
  • დ) კიბური რითმა - წინა ტაეპის ბოლო ერითმება მომდევნო ტაეპის დასაწყისს.
  • ე) ინტერვალიანი რითმა, როდესაც ტაეპებში სხვადასხვა ინტერვალით მეორდება შესაძლებელი სქემებით: aab, aaab.
2) შიგა რითმა (ცეზურული, წინაცეზურული, უკანაცეზურული), როდესაც სიტყვები (კლაუზულები) ტაეპის შიგნითაა გარითმული.
3) შიგა-გარეგანი რითმა, როდესაც შეთანხმებულია ტაეპის მუხლებიც და დაბოლოებაც.
4) პანტორითმა, როდესაც ტაეპში გარითმულია ყოველი სიტყვა.

     საწრეო მუშაობა საინტერესოდ და ხალისით მიმდინარეობს, მოსწავლეები ძალიან აქტიურობენ, მათი სურვილით დამატებით დანიშნეს შეხვედრა სადაც პოეტ დეკლამატორები წაგვიკითხავენ თავიანთ ლექსებს, როგორც მათ უწოდეს ,,ჩვენი ნაცოდვილარი"